ხვალ, 12 ოქტომბერს 18:00-ზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წარმომადგენლები ბიზნესმენებს შეხვდებიან და ანაკლიის პორტის პროექტს, შესრულებულ სამუშაოებს და სამომავლო გეგმებს წარუდგენენ.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ინფორმაციით, შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყების თარიღიც გამოცხადდება.
პროექტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, დირექტორი ლევან ახვლედიანი და „ანაკლია სითის“ დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი წარადგენენ.
ანაკლიის პორტის წარმომადგენლებს „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ უმასპინძლებს.