ანაკლიის სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლიის სანაპიროს 5 კილომეტრიანი ზოლი (ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიიდან კოლხეთის პარკის დაცული ტერიტორიების ჩათვლით) სპეციალური ტექნიკის გამოყენებით იწმინდება.

სანაპირო ზოლის დასუფთავება ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების“ ცენტრმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას დავალებით დაიწყო.

დასუფთავების პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე გაეცნო. სამუშაოები სანაპირო ზოლზე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი