თბილისის საკრებულოსთან პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
დაკავებას წინ უძღოდა აქტივისტების მხრიდან შეძახილები. ასევე, მათ ხელში ეკავათ საპროტესტო ბანერები.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა აქტივისტი თორნიკე თოშხუაც დააკავეს, რომელიც საკრებულოსთან იდგა ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო განთავსებული.

