საპარლამენტო და გამგებლის შუალედური არჩევნების მეორე ტური ზუგდიდში დარღვევების გარეშე დაიწყო.
ამის შესახებ ჟურნალისტებს N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განუცხადა, რომლის ინფორმაციით, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს როგორც ქალაქ ზუგდიდის, ისე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გახსნილ საარჩევნო უბნებზე.
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის “ქართული ოცნებიდან” მერაბ ქვარაია, ენმ-დან კი ლევან კონჯარია იბრძვიან. მმართველი გუნდის და ენმ-ის კანდიდატების სახელები და გვარებია მოცემული ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარულ ბიულეტენებშიც, მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა. თემში გამგებლობისთვის “ქართული ოცნებიდან” ლაშა გოგია, ენმ-დან კი ბესიკ გაბუნია იბრძვიან.