აუდიტორული შემოწმების საფუძველზე თანამდებობიდან კიდევ ერთი კორცხელელი გაათავისუფლეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედაეწერის კოლეჯის დირექტორი ამირან ლაგვილავა, რომელიც კორცხელის მაჟორიტარობისთვის “ქართული ოცნების” ქვოტით იბრძოდა და არჩევნები წააგო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

როგორც “newsportal.ge”-ს ზუგდიდის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ განუმარტა, გადაწყვეტილება შიდა აუტიტის დასკვნის საფუძველზე მოხდა, თუმცა სხვა დეტალებზე უწყება მომავალ კვირას ისაუბრებს.

“მას მიეცა რამდენიმე გაფრთხიულება, რომელიც არ გაითვალისწინა და მორიგი შემოწმების შემდეგ იგივე დარღვევები აღმოჩნდა, რის გამოც ამირან ლაგვილავა გათავისუფლებულ იქნა. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა ღურწკაიამ.

ფაქტს ადასტურებს თავად ამირან ლაგვილავაც.

“newsportal.ge”-ს კითხვაზე, კონკრეტულად რა სახის დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტს საუბარიის სამსახურმა, ლაგვილავა განმარტავს, რომ საუბარია ფინანსურ დარღვევებზე, სხვა დეტალებზე კი ჯერჯერობით არ საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აუდიტორული დასკვნის საფუძველზე კორცხელში, ნაცატუს უბნის საბავშვო ბაღის დირექტორიც გაათავისუფლეს, რომელმაც გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი