ამირან ლაგვილავა: “ჯერჯერობით ვერ გეტყვით, იყო თუ არა ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება პოლიტიკური”

ზედაეწერის კოლეჯის ყოფილი დირექტორი ამირან ლაგვილავა მისი გათავისუფლების შესახებ განმარტებებს აკეთებს.

როგორც ლაგვილავამ “newsportal.ge”-ს განუცხადა, არ არის ინფორმირებული კონკრეტულად რა სახის დარღვევებს ეხება შიდა აუდისი დასკვნა, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ საუბარი ფინანსურ დარღვევებზეა.

“კონკრეტულად მეც არ ვიცი. ხვალ გავერკვევი სიტუაციაში. ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, ვერც იმას, იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. მოგვიანებით დამიკავშირდით, როცა მეცოდინება ყველაფერი, მერე შემეძლება საუბარი უფრო კონკრეტულად”, – განაცხადა ლაგვილავამ.

შეგახსენებთ, რომ ამირან ლაგვილავამ, რომელიც შუალედურ არჩევნებში კენჭს “ქართული ოცნების” ქვოტით იყრიდა, არჩევნები წააგო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი