ავარია ზუგდიდში – დაშავდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლები

ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე, შუქნიშანთან ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც სამი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, ერთმანეთს შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად სამედიცინო დახმარების ბრიგადის ორი თანამშრომელი დაშავდა, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

როგორც “Newsportal.ge”-ს საავადმყოფოდან აცნობეს, “დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ, თუმცა ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში რაიმე დაზიანება არ აღენიშნებათ და მათი მდგომარეობა სტაბილურია”.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი