ავარიის შედეგად 3 მოსწავლე დაშავდა

ზუგდიდში, სოფელ შამგონაში ავარიის შედეგად 3 მოსწავლე დაშავდა.

ავტომობილი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები ისხდნენ, ბოძს შეეჯახა. დაშავებულთაგან ერთს დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა, ხოლო ორი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების შეფასებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი