ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრისთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს ჩამოდის.

“ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. ამას არც ჩემთვის ვაკეთებ და მე არანაირი პირადი ამბიცია არ მამოძრავებს და არანაირი თანამდებობის სურვილი იმიტომ, რომ ნამდვილად არ ვაპირებ ამისთვის ბრძოლას, მაგრამ ვაპირებ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი. ვაპირებ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველო არა მხოლოდ დარჩეს მსოფლიო რუკაზე, არამედ დაუბრუნდეს სწრაფ განვითარებას და ეს სიღარიბე, გამოუვალობა, კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში, შეჩერდეს და საქართველოს გადაშენებისა და განადგურების პროცესი ერთხელ და სამუდამოდ შეჩერდეს. მე იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთმანეთს დავუდგებით გვერდში, ყველანი გავწევთ გვერდზე ყველა განსხვავებას, ჩვენ უნდა წავიდეთ ბოლომდე სრულ გამარჯვებამდე. შეხვედრამდე თბილისში!“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი