ავიცრათ, ავცრათ ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები – პრემიერი

ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

“ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო პერიოდში ეპიდსიტუაციას. დაწყებული არის მორიგი დაინფიცირების ახალი ტალღის აღმასვლა, რაც ახალი შტამის, „ომიკრონით“ და სადღესასწაულო დღეებში საახალწლო შეკრებების და ზამთრის საკურორტო ზონებში გაზრდილი მობილობით არის გამოწვეული. კიდევ ერთხელ მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, რომ ავიცრათ, ავცრათ ჩვენი ახლობლები, მეგობრები, მშობლები, ოჯახის წევრები. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეს უნდა იყოს ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა. ვაქცინები გვაქვს ადგილზე, გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავუკვეთეთ სამკურნალო მედიკამენტებიც“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი