სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი გიორგი გახარიამ და სოზარ სუბარმა წარადგინეს

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, რეგიონის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, მაჟორიტარებს, სხვადასხვა უწყებების რეგიონულ ხელმძღვანელებს და მედიის წარმომადგენლებს, ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა წარუდგინეს.

შეხვედრაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე რეგიონის პრობლემების, არსებული ვითარების და საჭიროებების შესწავლას გეგმავს.

ალექსანდრე მოწერილია, გუბერნატორის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ, 20 აგვისტოს წარადგინა. ისმანამდე თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი