ბაღმარანის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდში, სოფელ ბაღმარანის ეკლესიიის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბაღმარანის კარის ეკელსიის აღდგენით სამუშაოებს ,,საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი” აფინანსებს.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა.

ძეგლი ადრექრისტიანული ხანის ხუროთმოძღვრების ნიმუშს მიეკუთვნება და დაახლოებით მეათე საუკუნით თარიღდება. თავის დროზე კომპლექსს გალავანი, კოშკი, კარიბჭე და სამრეკლო ჰქონდა. სპეციალისტების ვარაუდით ბაღმარანის ტაძარი ადგილობრივი დიდებულის კარის ეკლესიას წარმოადგენდა. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში კომუნისტებმა ტაძარი დაშალეს და ის სავალალო მდგომრეობაში იყო.

ტაძრის აღდგენის დროს რესტავრატორები იმ საპერანგე ქვებს იყენებენ რაც შემორჩენილია. ფრაგმენტები შირიმის ქვისგან და ადგილობრივი კირქვისგანაა დამზადებული.

ტაძრის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წლის აპროლში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი