ბიძინა ივანიშვილი გოდერძი ბუკიას მიერ მაჟორიტარობის კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხობის ყოფილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა იმის გამო მოიხსნა, რომ მის ბიზნესს ხელისუფლებისგან დაცვა აღარ სჭირდება.

ასე გამოეხმაურა ივანიშვილი ზუგდიდში მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რატომ მოუხდა მმართველ გუნდს კანდიდატების შეცვლა და ხომ არ უკავშირდება პროცესი შიდა უთანხმოებას, ან ოპოზიციონერი კანდიდატების შესაძლებლობებს.

“გოდერძი ბუკიას რაც შეეხება, მას არავითარი რეიტინგის პრობლემა არ ჰქონია. ის ბიზნესმენია, თვითოინვე შეატყო, რომ აღარ სჭირდებოდა ბიზმნესს დაცვა და აღარ იყარა კენჭი. მე მქონდა მასთან საუბარი, პირადად შევხვდი გოდერძი ბუკიას და ვკითხე, მიგაჩნია თუ არა რომ დღეს ბიზნესს დაცვა სჭირდება? მას გაეცინა. გოდერძი ბუკიამ და სხვებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება, რადგან ეს ადამაინები მიხვდენენ რომ აღარ სჭირდება ბიზნესს დაცვა და დღეს ბიზნესი არ განიცდის ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან, როგორც ეს ხდებოდა წინა მთავრობის დროს. ეს ადამიანები პარლამენტში შედიოდნენ მხოლოდ იმიტომ რომ ბიზნესი დაეცვათ. დღეს ეს საშოისროებაარ არის, რაც ბუკიამ კარგად გააცნობიერა. რაც შეეხება ჩოხატაურს და სხვებს, არის ცალკეული მიზეზები – შეიძლება, საზოგადოებაში გამოვიდნენ და ნახეს, რომ არ აქვთ პოპულარობა, ან შეიძლება ასაკობრივი მიზეზია. გუნდში კონფლიქტი არა არის და არც შიდა უთანხმოება”, – განაცხადა ივანიშვილმა

კომენტარები

დატოვე კომენტარი