ბოდიშს ვუხდი ერთმორწმუნე დებსა და ძმებს, რომელთა ღონისძიებაც ჩაიშალა – დიანა ღურწკაია

წარმოშობით ქართველმა, რუსეთში მოღვაწე მომღერალმა, დიანა ღუწკაიამ ბოდიში მოუხადა “ერთმორწმუნე დებსა და ძმებს, ვისი ღონისძიებაც საქართველოში ჩაიშალა”. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა TASS-ს განუცხადა. ღურწკაია თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლას გამოეხმაურა.

“ჩემთან ქუჩაში ადამიანი მოვიდა, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორი აღმოჩნდა და მითხრა, რომ თუ მთავრობას შეგნება და ტაქტი არ ჰყოფნის, მაშინ მას სურს მათ მაგივრად ბოდიშის მოხდა. როგორც ქართველი, მეც ვუერთდები ამ სიტყვებს და ბოდიშს ვუხდი ერთმორწმუნე დებსა და ძმებს, რომელთა ღონისძიებაც ჩაიშალა”, -განაცხადა ღურწკაიამ.

ის ამბობს, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და მოსახლეობის უმრავლესობას შორის “კოლოსალური განსხვავებაა”. მისივე თქმით, საქართველოში იმყოფებოდა და ამაში თავად დარწმუნდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი