ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლოებას სასმელი წყალი დაურიგდა

მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სასმელი წყალი დაურიგა.

„წყლის სისტემის დაზინების გამო, დაზარალებულ ოჯაებს ამ დრომდე არ მიეწოდებათ სასმელი წყალი, რის გამოც ჩვენ ვუზრუნველყავით, მათი  სასმელი წყლით მომარაგება, როგორც ჩვენ, ასევე სოფლის რწმუნებული მუდმივ კონტაქტზე ვართ ადგილობრივებთან და საჭირების შემთვევაში მზად ვართ, ისინი საკვები პროდუქტებითაც მოვამარაგოთ. თუმცა ამ დროისთვის ამის საჭიროება არ ყოფილა“, – განაცხადა მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაურ ჩართოლანმა.

ამ დროისთვის, ჭუბერის ცენტრალური გზა გაწმენდილია, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. მიმდინარეობს მდინარე  ნესკრას კალაპოტის გამაგრებითი და დროებითი ხიდების განსათავსებლად საპროექტო სამუშაოები.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების, სასმელი წყლის მილების და საავტომობილო გზების დაზიანება.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ინტენსიურად გრძელდება აღდგენითი სამუშაოები. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი