ჭუბერში დაკარგული ორი მოზარდი გოგონა ქობულეთში იპოვეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში გაუჩინარებული ორი მოზარდი გოგონა ქობულეთში იპოვეს.

ინფორმაცია “newsportal.ge”-ს შსს-ში დაუდასტურეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგული ახალგაზრდები დღეს ნახეს და ისინი თავს კარგად გრძნობენ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭუბერში 16 და 12 წლის გოგონები ბოლოს ორი დღის წინ ნახეს. მას შემდეგ შესაბამისი უწყებების მიერ მოზარდების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი