მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს მაია ცქიტიშვის ელოდებიან.
ადგილზე, დევნილთა და განსახლებისა მინისტრი, სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან.
წუხელ გვიან ღამით, საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებზე და დღეს გასამართ აღდგენით სამუშაოებზე იმსჯელეს.
ამ დროისთვის სოფელ ჭუბერში, გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.
სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა, უხვმა ნალექმა ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. ღვარცოფის სალიკვიდაციოდ მოხდა დამატებითი სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება უახლოესი ლოკაციებიდან.