ჩხოროწყუში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ჩხოროწყუში, კერძოდ, გარახას უბანში, საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. ჩხოროწყუს სახანძრო–სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრეები ადგილზე დროულად გავიდნენ და ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს.

სახლის მეპატრონის, ზაზა სორდიას თქმით, ხანძრის შედეგად დაიწვა სახლის მეორე სართული. მისივე თქმით, განადგურებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დათო გოგუას განცხადებით, მუნიციპალიტეტის გამგეობა დაზარალებულ ოჯახს დახმარებას გაუწევს.

ცეცხლის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებაულა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი