დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

მომავალი კვირიდან საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „newsportal.ge”-ს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში კი წვიმა ელჭექით, სეტყვასთან ერთად. მათივე ცნობით, სამეგრელო-ზემო სავანეთისა და იმერეთის ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 30-32 გრადუსი იქნება.

„5 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან და 6 – 8 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება არამდგრადი ამინდი. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +32, +37° იქნება. დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, ზოგან ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +34° იქნება.“- აცხადებენ სააგენტოში.

გარემოს ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, ამინდის გაუარესება მოსალოდნელია ღამის საათებში. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოს მასშტაბით, არამდგარდი ამინდი 10 აგვისტომდე შენარჩუნდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი