“შემოსავლის მომტანი იდეების” პროექტის გამარჯვებულებს მარტვილში გრანტები გადასცეს

ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო, მარტვილის რეგიონალურ სამუშაო ჯგუფთან ერთად, ახორციელებს საპილოტე პროექტს სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის და ოკაცეს ბუნების ძეგლების მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, დაფუძნებულია თანამონაწილეობით პრინციპებზე და ხორციელდება მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით.

პროექტი იმართება რეგიონალური სამუშაო ჯგუფის „მარტვილის“ მიერ, მარტვილის მუნიციპალიტეტთან და  დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით. პროგრამის საქმიანობების მხარდამჭერი ორგანიზაციაა ასოციაცია ,,დეა“. რეგიონალური სამუშაო ჯგუფის „მარტვილის“ შემადგენლობაში კი შედიან მარტვილის მუნიციპალიტეტის, გაჭედილის და ინჩხურის საკრებულოების,  სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის და სხვა დაინტერესებული ინსტიტუციების წარმომადგენლები.

პროგრამა დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) საშუალებით.

პროექტის ფარგლებში სამეგრელოს ბუნების ძეგლების  კომპლექსის და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა ,,შემოსავლის მომტანი იდეების’’ კონკურსის მეორე ეტაპი, რომელზეც მონაწილეობა მიიღო სამივე სოფლის (ინჩხური, გაჭედილი, ბალდა), პირველ ეტაპზე გამარჯვებულმა 15-მა კონკურსანტმა, საიდანაც ჟიურის მიერ შეირჩეულ იქნა თითოეული სოფლიდან    2  საუკეთესო პროექტი.

პირველ ადგილზე გასულს პროექტის განსახორციელაბლად გადაეცა გრანტი  3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ადგილზე გასულს – 2000 ლარი.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამი საპილოტე პროექტი/კონკურსი ინჩხურის, გაჭედილის და ბალდის სოფლებისთვის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი