განმუხურში დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართება

4 აგვისტოს, 20 საათზე განმუხურის ამფითეატრში დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართება. დათო ევგენიძე მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგება, პროექტს Chek in Georgia ახორციელებს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

ანაკლია-განმუხურში ტურისტულ სეზონზე სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ სორის ყველაზე დიდი ღონისძიება ECHOWAVES 23-26 აგვისტოს გაიმართება. ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, მსოფლიოში ცნობილი ფესტივალის EXIT-ის ქოლგის ქვეშ ტარდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი