სამეგრელოს და კიდევ 4 რეგიონის გუბერნატორები თანამდებობეიდან გაათავისუფლეს

5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან შემდეგი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები: შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო- ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორები.

მისივე თქმით, ამ რეგიონებში, ისევე როგორც იმერეთში, უახლოეს დღეებში წარადგენს ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს.

„იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს მთავრობას აქვს გაცხადებული, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონის მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით“, – განმარტა პრემიერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი