დღეიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

სააგენტოს ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 31 ოქტომბრიდან მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.

“ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – აცხადეებენ სააგენტოში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი