ზუგდიდში განახლებული ინფექციური საავადმყოფო გაიხსნა

ზუგდიდში განახლებული ინფექციური საავადმყოფო გაიხსნა. ამიერიდან ზუგდიდში, შესაძლებელია საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, მათ შორის გენეტიკური, ადგილზე არსებულ დნმ ლაბორატორიაში.
კლინიკა ჩართულია სახელმწიფო პროგრამებში როგორიცაა: C ჰეპატიტის ელინიმაციის პროგრამა, ინფექციური დაავადებების სტაციონარული პროგრამა, შიდსის სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება და გადაუდებელი ამბულატორიული დახმარების პროგრამა.
აღნიშნული პროგრამების ძირითადი ნაწილი დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ, სადაც შესაძლებელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაეწიოს ყველა ასაკის პაციენტს.
განახლებული საავადმყოფოს გახსნა ,, ბლოკ-ჯორჯიასა’’ და მენეჯმენტ მართვის ჯგუფის, ,,პრაიმედის’’ ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. გახსნის ცერემონიალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ლაშა გოგია ესწრებდა.
ცნობისათვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, პირველი ინფექციური საავადმყოფო 1994 წლის 29 აგვისტოს ზუგდიდში გაიხსნა, რომლის მომსახურებითაც დღემდე სარგებლობს აფხაზეთის მოსახლეობაც.

კომენტარები

დატოვე კომენტარი