ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა.

„მე, რა თქმა უნდა, შიმშილობის დაწყებამდე მქონდა კონსულტაციები, თუ რა შეიძლება ყოფილიყო აქედან გამოსავალი. ეს ჩემი პოზიცია იყო დაფუძნებული ექსპერტებთან, ჩემს კოლეგებთან საუბარზე. გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების. ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია 17 დღე შიმშილობდა პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი