ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს

ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„ვთავაზობთ, რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფის მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული.

„ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ექსპრეზიდენტს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი