„ენმ“-მ მოსახლეობას 6 თვის ანგარიში ჩააბარა

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა. ფრაქციის წევრებმა ბოლო 6 თვის განმავლობაში, საკრებულოში მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე და ფრაქციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც ფრაქციის წევრებმა შეხვედრაზე აღინიშნეს, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) რეკომენდაციით ფრაქციაში მოქმედებს ცხელი ხაზი და ღია კარის დღე. მათივე განცახადებით, 6 თვის მანძილზე შედგა 65-მდე ინდივიდუალური და 15 მდე საჯარო შეხვედრა.

,,მოსახლეობას ჩავაბარეთ 6 თვის ანგარიში, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. იყო ძალიან დადებითი შეხვედრა, მოსახლეობა განწყობილია ოპტიმისტურად და როგორც თვითონ გვითხრეს დახმარებას ჩვენგან ელიან. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავის ტიპის შეხვედრები პოზიტიურად იმოქმედებს მოსახლეობაზე, კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო შეხვედრის მხარდამჭერებსა და ორგანიზატორებს“ -განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ.

აღნიშნული ღონისძიება, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ეროვნულ- დემოკრატიული მოძრაობის (NDI) დახმარებით შედგა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი