,,ერთი თბილი ოთახი“ – ზუგდიდის გამგეობა ახალ პროექტს იწყებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალ პროგრამას – ,,ერთი თბილი ოთახი“ იწყებს, რაც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ერთი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს. ამის შესახებ, ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამგებელი შესაბამისის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. გამგეობის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში შესულ სიახლეებზეც იმსჯელეს.

„გრძელდება სოციალური სახლების მშენებლობის პროექტიც და მიმდინარე წელს გამგეობა 30-მდე სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს. სიახლეა ჯანდაცვის პროგრამაშიც, 2017 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილ იქნა ცვლილება, რის თანახმადაც დაფინანსდებიან ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის, სხივურითერაპიისა და ჰორმონოთერაპიის საჭიროების მქონე მოქალაქეები. ასევე ნეიოსენსორული ტიპის სმენის დაქვეითება მე-3, მე-4 ხარისხის მქონე 18 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო მკურნალობა და გამოკვლევები 500 ლარი იქნება. ახალი დებულებით შესაძლებელია მედიკამენტების დაფინანსება ხანდაზმული მოქალაქეებისთვის (ქალები 60წ, მამაკაცები 65წ) უმწეო (სარეიტინგო ქულა-65 000-მდე) და პენსიონერებისთვის – მაქსმიმალური ლიმიტით 200.00 ლარით“, – აცხადებენ გამგეობაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი