დავით სერგეენკომ ზუგდიდის „C ჰეპატიტის” სკრინინგ-ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ზუგდიდში „C ჰეპატიტის” სკრინინგისა და მართვის ცენტრის ახლადაშენებული შენობა დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიმართ შენიშვნები გამოთქვა და აღნიშნა, რომ ხარვეზების 10 დღეში არგამოსწორების შემთხვევაში კომპანიასთან კონტრაქტს გაწყვეტს.

შპს „ენკი“-ში კი აცხადებენ, რომ ხარვეზები უმნიშვნელოა და 10 დღეში მათი აღმოფხვრა შესაძლებელია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი