განმუხურში დათო ევგენიძის კონცეტი გაიმართა

განმუხურის ამფითეატრში დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა. მუსიკოსი მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარსდგა.

დათო ევგენიძის ტურნეს Check in Georgia ახორციელებს, კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო. ღონისძიების თანაორგანიზატორები სამეგრელო-ზემო სვანეთს გუბერნატორის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მერია იყვნენ. დათო ევგენიძის საღამოს სპონსორი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი იყო.

დათო ევგენიძის კონცერტები აგვისტოსა და სექტემბერში ამბროლაურში, ქობულეთსა და თელავში გაიმართება. მუსიკოსი უკვე სტუმრობდა ბორჯომსა და ახალციხეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი