ფაროსანას წინააღმდეგ სიმინდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება დაიწყო [Video]

აზიური ფაროსანასგან სიმინდის დაცვის მიზნით დასავლეთ საქართველოში  საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე წამლობითი ღონიძიებები აბაშის მუნიციპალიტეტში ე.წ. „ანჟელის მასივში“ მიმდინარეობს. მობილიზებულია  12 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა.  ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია სიმინდის ფართობების მასშტაბური დამუშავება.

აგრეთვე, აზიური ფაროსანას სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.    სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების  და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით,  ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის თერმული ნისლის ტექნოლოგიით  შეწამლულია  200  ათასამდე ჰექტარი ცივი შესხურებით 5200 ჰექტარი, ღონისძიებები ჩატარდა 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი