ფოთშ ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფოთის ცენტრალურ პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ფოთის მერიის ინფორმაციით, ქალაქის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, ძუკუ ლოლუას სახელობის სკვერში დაიდგა ახალი სკამები, დამონტაჟდა განათება, მოეწყო ბორდიურები და სავალი ბილიკები. პროექტის ფარგლებში , ასევე, მიმდინარეობს შადრევანის რეაბილიტაცია.

მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი