ფოთში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა გზა გადაკეტეს

ფოთის პორტის შიდა გადაზიდვების სატვირთო მანქანების მძღოლები საპროტესო აქციას მართავენ. მძღოლები ამ წუთებში გაფორმების ეკონომიკური ზონის გზაზე არიან შეკრებილები და პორტის მმართველი კომპანიის „ეი-პი-ემ ტერმინალის“ კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანიამ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ცოტა ხნის წინ შეიძინა და შიდა გადაზიდვებს მათი მეშვეობით ახორცილეებს, რის გამოც ყველა მძღოლი რომლებსაც გაფორმებული ქონდათ სხვადასხვა ტერმინალებთნ გადაზიდვებთან დაკავშირებით ხელშეკრულებები უმუშევრები დარჩნენ.

„ჩვენს უკან დგანან ოჯახები, რომლებიც მშივრები რჩებიან  და არ ვიცით რა ვქნათ. მთავრობა ყურადღებას არ გვაქცევს არავის აინტერესებს ჩვენი გასაჭირი“,- აცახდებენ აქციის მონაწილეები

რამდენიმე წუთის წინ ადგილზე სამართალდამცავები მოვიდნენ, რომლებიც ამ წუთებში გზას ათავისუფლებენ და აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი