გალში 33 წლის მამაკაცი დააკავეს

გალის რაიონის სოფელ თაგილონში „საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის“ 1986 წელს დაბადებული სოხუმის მკვიდრი, ამჟამად თბილიში მცხოვრები, ზაზა შარია დააკავეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაზა შარია რამდენიმე დანაშაულისთვის 2013 წლიდან იძებნებოდა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი