გარემოვაჭრეება ზუგდიდში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

გარემოვაჭრეებმა დღეს ზუგდიდში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ბაზრის მოვაჭრეების მოთხოვნის გამო მათ დღეს დილიდან გარევაჭრობა აუკრძალეს.

“რითი ვიხადოთ სესხები? ოჯახები რითი ვარჩინოთ, არ დავთმობთ”, – აცხადებენ გარემოვაჭრეები.

აქციის მონაწილეებს მოგვიანებით ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია შეხვდა. შეხვედრა შედგა მათ ნაწილსა და მერიის წარმომადგენლებს შორისაც დახურულ კარს მიღმა, რის შემდეგაც მერიაშ აღნიშნეს, რომ გარევაჭრობას ვერ დაუშვებენ, რადგან კანონით აკრძალულია.

მერიის განმარტებით, გარემოვაჭრეებს ბაზარში ალტერნატიული ფართები შესთავაზეს, თუმცა აქციის მონაწილეები შეთავაზებას არ თანხმდებიან და აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი