გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ფოთი -10:30-დან 18:30 საათამდე 2116 აბონენტს სევასტოპოლის, სარსანიას, ელადასა და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 512 აბონენტს წმ.ნინოს, რუსთაველის, ფარნავაზ მეფის, 26 მაისის, ნინოშვილის, პირტახიას, ჩიტაიას, 9 აპრილის, გეგიძის, ნავსადგურის და მიმდებარე ქუჩებს.

ზუგდიდი- 07:00-დან 08:00 საათამდე 3165 აბონენტს სოფლებში: კორცხელი, ზედაეწერი, რუხი და მიმდებარე სოფლებს, ასევე ჩიტაძის, ბერიას, სოხუმის და მიმდებარე ქუჩებს. 10:00-დან 18:30 საათამდე 1102 აბონენტს სოხუმის, ბორჯომის, ჭავჭავაძის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებს. სოფლებში: გრიგოლიში, ოდიში, ყულიშკარი და მიმდებარე სოფლებს.

წალენჯიხა – 11:00-დან 18:00 საათამდე 1842 აბონენტს მიქავას, კვარაცხელიას, თვალთვაძის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე სოფლებში: ჯვარი.

ჩხოროწყუ – 12:45-დან 18:30 საათამდე 2312 აბონენტს სოფლებში: კირცხი, ლეწურწუმიე, ნაფიჩხოვო, ჭოღა და მიმდებარე სოფლებს.

ხობი – 13:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 209 აბონენტს სოფლებში: ნოჯიხევი, შუა ქვალონიგურიფული, პირველი ხორგა და მიმდებარე სოფლებს, ასევე გამსახურდიას ქუჩას.

სენაკი – 10:35-დან 18:30 საათამდე 444 აბონენტს სოფლებში: ხორში, ძველი სენაკი და მიმდებარე სოფლებს.

მარტვილი – 10:40-დან 18:30 საათამდე 563 აბონენტს სოფლებში: სალხინო და ნახუნაო. აბაშა -10:00-დან 15:30 საათამდე 41 აბონენტს სოფლებში: გეზათი.

სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი