ზუგდიდის ყოფილი მერის საქმეზე დაკავებული ზაზა ხასაია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას წინააღმდეგ ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული ზაზა ხასაია, რომელიც საქმეში ხსენებული ბიზნესმენის ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსია, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღო თბილსიის საქალაქო სასამართლო ხასაიასთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობისას.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხასაია 14 სექტემბერს დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა გამოძიება ფარული ჩანაწერების საფუძველზე დაიწყო, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაასაჯაროა. ტელეკომპანიის მტკიცებით, ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ ყოფილი მერი ლაშა გოგია კორუფციული გარიგების მონაწილეა. ჩანაწერში ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია ლაშა გოგიას ეუბნება, რომ კონკრეტული ობიექტის ხელში ჩაგდების სანაცვლოდ მან მერს ვიცე-მერის გია გულორდავას ხელით 10 000 დოლარი გაუგზავნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი