გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

14:00დან 14:15საათამდე და 15:00დან 15:15საათამდე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 5255 აბონენტს სოფლებში ნაკიფუ, მიქავა, ჯგალი, ეწერი,ობუჯი და მიმდებარე სოფლებში, ქ.წალენჯიხაში წმ.ნინოს, სალიას, თამარ მეფის, ქიაჩელის და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 7624 აბონენტს სოფლებში მუხური, ახუთი, კირცხი, ქვედა ჩხოროწყუ, ზუმი და მიმდებარე სოფლებში, ქ.ჩხოროწყუში კ.გამსახურდიას, ჭავჭავაძის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი