გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ივლისს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: 

ზუგდიდი – 10:00დან 16:00საათამდე აბონენტებს ქ.ზუგდიდში თამარ მეფის, ჯანაშიას, ხელაიას, მექაღალდის, ვაჩნაძის, გორგასალის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით სოფლებს რუხი, რიყე, ნარაზენი, ხეცერა და მიმდებარე სოფლებს.

მარტვილი – 12:00დან 16:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ინჩხური, ნალეფსაო, საელიაო, გაჭედილი.

ფოთი – 12:20დან 18:00საათამდე აბონენტებს ქ.ფოთში ჭავჭავაძის, სააკაძის, მაჩაბელის, დავითაიას, ქობულეთის, რუსთავის და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი