ზუგდიდში კორონავირუსზე ​გამოკვლეული 196 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 196 ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა პასუხი უარყოფითია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის​ ცნობით, გამოკვლეულთა შორის ცხელების ცენტრების 14 პაციენტი იყო, 76  მედპერსონალი, ოთხი კარანტინიდან, 74 შსს-ს თანამშრომელი, ოთხი მძღოლი, 24 კი დიალიზზე მყოფი პირი იყო.

ამასთან, ფოთში კორონავირუსზე გეგმური ტესტირების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 84 თანამშრომელი გამოიკვლიეს. „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი