GEM FEST-ის საქმეზე გამოძიება გრძელდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის – GEM FEST-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მათი განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს ,,არტ პლატფორმას“ საგადასახადო შემოწმება ჩატარდა. კომპანიის დამფუძვნებელი და ხელმძღვანელი გიორგი სიგუაა.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის საგადასახადო დარღვევა, რის გამოც ხსენებულ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 678 514 ლარის ოდენობის თანხის გადახდა დაევალა.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM FEST-ის საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

2017 21 აგვისტოს Gem fest-ზე დასაქმებულებმა ფესტივალის ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივლეს.

იმავე წლის 14 აგვისტოს კი დასაქმებულებმა ანაზღაურების მოთხოვნით გზა გადაკეტეს. Gem Fest-ის შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. გასული წლის 18 აგვისტოს ამ საქმეზე Gem fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი