გენდერული საკითხების შესახებ კონფერენციაზე მოხსენებით ზუგდიდის მერი წარსდგა

თბილისში, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ პირველი ეროვნული კონფერენცია: „გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში – გამოწვევები და შესაძლებლობები“ მიმდინარეობს.

კონფერენციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავჯდომარე ეკატერინე კიფაია ესწრებოდნენ.

ლაშა გოგია კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა.

საქართველოს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში 2016 წელს შესული შესწორებები ადგილობრივ თვითმმართველობას გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვას ავალდებულებს. კონფერენციაზე გამართული მსჯელობა სწორედ ამ ახალი რეგულაციების პრაქტიკული განხორციელების გზებს, გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას, ერთიანი სახელმწიფო და ადგილობრივი სტრატეგიების შექმნასა და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევის ინსტიტუციურ მექანიზმებს შეეხო.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის , ყველა თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლები და გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

კონფერენცია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი