დეპუტატმა ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს დაარტყა [Video]

ყველა ახალი ამბები www.epn.ge

პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდება (ვიდეო) ყველა ახალი ამბები www.epn.ge

Posted by News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი on კვირა, 08 სექტემბერი, 2019

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და დეპუტატ ემზარ კვიციანს შორის დაპირისირება მოხდა. დეპუტატი მათთან მივიდა და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორც ურტყამს დეპუტატი მომიტინგეებს.

აქცია “სირცხვილიას” მონაწილეები დეპუტატის მისამართით სკანდირებდნენ “მონა, რუსეთის მონა”, და მის დაკავებას ითხოვდნენ.

მოგვიანებით, პოლიციამ კვიციანი ინციდენტის ადგილიდან გაიყვანა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება”, – აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარია დეპუტატების კითხვებს პასუხობს, აქცია “სირცხვილია” მიმდინარეობს.

პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას დღეს გეგმავს.

პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდება (ვიდეო)

Posted by News Agency ExpressNews – ექსპრესნიუსი on კვირა, 08 სექტემბერი, 2019

კომენტარები

დატოვე კომენტარი