გოჩა ქაჯაია პირველი მაისის, ხამისკურის და ხობის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხობის მერობის კანდიდატი გოჩა ქაჯაია, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატი სოფლების – პირველი მაისისა და ხამისკურის, ასევე, ხობში კოლხეთის უბნის მოსახლეობას შეხვდა, მათ მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ პირველ მაისში  გოჩა ჯობავაა, ხამისკურში – ვასილ კუკავა, ხოლო  ხობში – ვლადიმერ ქანთარია.

ადგილობრივ საჭიროებებზე საუბრისას მოსახლეობამ პრიორიტეტად სანიაღვრე არხების მოწესრიგება და სასოფლო გზების კეთილმოწყობა დაასახელა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი