ბესიკ ფარცვანია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის მერობის კანდიდატი,  ბესიკ  ფარცვანია, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატი ჭალესა და ფოცხო-ეწერის მოსახლეობას შეხვდა. ბესიკ ფარცვანიამ ჭალეს ადმინისტრაციული ერთეულის ამომრჩეველს მაჟორიტარობის  კანდიდატი, მოქმედი  საკრებულოს  წევრი ბაჩუკი უბილავა  წარუდგინა.

შეხვედრაზე  მოსახლეობამ  ყურადღება  გაამახვილა  ინფრასტრუქტურული  საკითხების  მოგვარებაზე, კერძოდ,  ცენტრალური  საავტომობილო  გზის  რეაბილიტაციაზე, გარეგანათებებისა  და  ჭაბურღილების  მოწყობაზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი