გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დამაჯერებლად იმარჯვებს.
„არჩევნებში ვიმარჯვებთ ფანტასტიკური შედეგით, ფანტასტიკური განწყობაა. ჩვენი სამშობლო დიდი ხანია, არ ყოფილა ისე ახლოს გამარჯვებასთან, როგორც დღეს. ჩემო მეგობრებო, მიბრძანდით 8 საათამდე უბნებზე და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. ჩვენს გამარჯვებას კარგად გრძნობს „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლება. ასობით შემთხვევააა უკვე დაფიქსირებული გაყალბების, ყველანაირ მტკიცებულებას ჩვენ ვტვირთავთ ვებგვერდზე…
მეგობრებო, 50 ლარი დაგეხარჯებათ ძალიან სწრაფად, 50 ლარად თქვენ ყიდით შვილების და შვილიშვილების მომავალს. ამ თანხის დახარჯვის შემდეგ თქვენ გაიღვიძებთ ისეთივე ამაზრზენ ქვეყანაში, როგორშიც ცხოვრობდით გასული 6 წლის განმავლობაში. ხელისუფლება 5-დან 8 საათამდე გეგმავს არჩევნების ტოტალურ გაყალბებას, სწორედ ამიტომ მივმართავ მხარდამჭერებს, არ მოდუნდეთ და ერთად დავიცვათ ჩვენი მომავალი“, – განაცხადა ვაშაძემ.