ფესტივალ „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“-ის ფარგლებში, დღეს რუხის სავაჭრო ცენტრში მეგა შოუ ,,X ფაქტორის” ნახევარფინალისტების და ჯგუფ ,,UNDER 7″-ის კონცერტი გაიმართა.
ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება.
ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
რუხის სავაჭრო ცენტრის ინიციატივით, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხერო ადმისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრი, ფესტივალ „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ -ის ფარგლებში, მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს მართავს.