ირაკლი ბერაია ხობის მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა

ხობის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატი ირაკლი ბერაია იქნება.

ბერაია დღეს ოფიციალურად დაასახელა პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა.

„ირაკლი გახლავთ ძალიან საინტერესო ახალგაზრდა კაცი. იგი ეკონომისტი და ფინანსისტია“, – განაცხადა პრემიერმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

დეპუტატობის კანდიდატმა კი აღნიშნა, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას და მის მიმართ გამოცხადებული ხდობის გასამართლებლად ძალისხმევას არ დაიშურებს.

„ჩემი მთავარი მიზანი ხობის რაიონთან, თითოეულ ხობელთან, თითოეულ ოჯახთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი პრობლემების პარლამენტში მიტანა და თითოეული პრობლემის მოსაგვარელად ზრუნვა იქნება“, – განაცხადა ბერაიამ.

როგორც ცნობილია, ხობის საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოიხსნა. ახალი კანდიდატის წარდგენა სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი