ირაკლი ჩიქოვანი VS მერაბ ქვარაია

„თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანია „ქართული ოცნებიდან“ მისი კონკურენტის მერაბ ქვარაიას საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობას ურყოფიდან აფასებს და თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს.

კანდიდატის თქმით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ერთ პირთან მოლაპარაკების გზით აფორმებდა ხელშეკრულებებს, მაშინ, როდესაც მას გამარტივებული ტენდერების გამოცხადება შეეძლო, რითიც თანხების დაზოგვა და მეტი საქმის გაკეთება იყო შესაძლებელი.

„სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2015 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში „გადაუდებელი აუცილებლობის“ მიზეზით გამარტივებული წესით – ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გააფორმა ოთხი ხელშეკრულება, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 556 595 ლარს. გაურკვეველია, რატომ ითხოვა შესყიდვების სააგენტოსგან მერიამ გამარტივებული შესყიდვის ნებრათვა, როცა ხელშეკრულებები დეკმებრის თვეში გააფორმა, როცა ამ პერიოდში სავსებით შესაძლებელია მოესწროს გამარტივებული ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული პროცედურები. არსებობს პრაქტიკა იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოების ტენდერით შესყიდვის შემთხვევაში 10-15 %-ით იზოგება თანხები, რაც აღნიშნულ შემთხვევაში 55 600 – 83 489 ლარია. ეს თანხა კი სრულიად საკმარისი იყო აღმაშნებლის ქუჩა N87 მდებარე საცხოვრებელ კორპუსში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ამისთვის სათანადო მუშაობა უნდა გაეწია ამავე საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ამავე უბნიდან, რომელიც იმავდროულად საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

მისივე თქმით, გამარტივებული შესყიდვები (ერთ პირთან მოლაპარაკება) დაკავშირებულია კორუფციის მაღალ რისკებთან და ბიუჯეტის სახსრების არარაციონალურ ხარჯვასთან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი