მარტვილში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მარტვილში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება.

პრემიერის შეფასებით, მისასალმებელია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სულ უფრო მეტი ახალი საწარმო იხსნება.

უახლესი ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიას სახელმწიფო მიწის ნაკვეთს საკუთრებაში გადასცემს.

„ჩაის წარმოების აღორძინებისთვის მთავრობა ძალიან ბევრს აკეთებს და ვფიქრობთ, ძალიან კარგი იქნება, ხელი შეეწყოს ასევე გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობას, რათა მოხდეს დამატებით ღირებულების შექმნა საქართველოში და დასაქმდნენ ადამიანები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კომპანიებისთვის გადაცემის საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი